ფეხბურთი

10:16 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტმა და მანემ „ბაიერნის“ სადებიუტო მატჩში გაიტანეს

მიუნხენის „ბაიერნმა“ ოთხშაბათ საღამოს Audi-ს საზაფხულო ტურის ფარგლებში 2022/23 წლების პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ვაშინგტონის „D. C. იუნაიტედთან“ და 6:2 გაიმარჯვა.

გოლებით თავი ორივე ვარსკვლავურმა ახალწვეულმა - სადიო მანემ და მატეის დე ლიხტმა -გამოიჩინა.

ექს-ლივერპულელმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა პენალტით. ნიდერლანდელმა კი 47-ზე შეაგდო. მათ გარდა გოლები მარსელ ზაბიტცერმა, სერჟ გნაბრიმ, ჯოშუა ზირკზეემ და ტომას მიულერმა გაიტანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.177372