ფეხბურთი

17:25 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე

21 ივლისს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, ორ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.

სტამბოლში, ადგილობრივი „ბაშაკშეჰირის“ და ნეთანიის „მაქაბის“ მატჩის მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

პოლონური „რაკუვის“ და ყაზახური „ასტანას“ მატჩს კი გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

GFF.GE

0.117034