ფეხბურთი

16:47 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე: "კონკურენციის არ მეშინია, აქ ყველა ერთ დონეზე ვართ"

ესპანურმა „პონფერადინამ, რომელიც ლა ლიგა 2-ში თამაშობს, გიორგი მაკარიძე წარადგინა. 32 წლის ქართველმა მეკარემ აღნიშნა, ეს მისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო და არჩევანი იოლად გააკეთა.

„ეს არის გუნდი, რომელიც ვითარდება. სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ „პონფეს“ შესახებ ბევრი რამ ვიცოდი. გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა და ვფიქრობ, რომ აქ უფრო შემიძლია წინსვლა, ვიდრე სხვაგან. ტრანსფერამდე მთავარ მწვრთნელს ველაპარაკე და კლუბი მხოლოდ დადებითად დამიხასიათა. კონკურენციის არ მეშინია, არ არსებობს სეზონის წინ ძირითადი და სათადარიგო ფეხბურთელი, თუ მესინ ან რონალდუ არ ხარ. ჩვენ ყველანი ყველანი ერთ დონეზე ვართ. აქ ვარჯიში ძალიან სასიამოვნოა, კარგი ურთიერთობა მაქვს ფეხბურთელებთან, მათ შორის მეკარეებთან“, - თქვა მაკარიძემ.

„ის თავისი ქვეყნის ნაკრების მეკარეა და ძალიან გვიხარია, რომ აქ გვყავს“, - აღნიშნა „პონფერადინას“ პრეზიდენტმა ხოსე ფერნანდეს ნიეტომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მაკარიძე ბოლო ორი სეზონი „ალმერიაში“ თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „პონფერადინასთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.079151