ფეხბურთი

16:12 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი შესაძლოა "დორტმუნდში" გადავიდეს

ლუის სუარესი შესაძლოა დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდეს. ამის შესახებ Sky Sport Deutschland-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, „დორტმუნდი“ ახალ ფორვარდს ეძებს და ურუგვაელი შესთავაზეს, რომელიც თავისუფალი აგენტია. საქმე ისაა, რომ სარეკორდო ფასად შეძენილ სებასტიან ალეს კიბო აღმოაჩნდა, რის გამოც ფეხბურთს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა.

სანამ კოტ დივუარელი მომჯობინდება, გერმანელებს მისი შემცვლელი სჭირდებათ და შესაძლოა, 36 წლის „ელ პისტოლერო“ დაიმატონ, რომელმაც „რივერ პლეიტში“ გადასვლაზე უარი თქვა და ახალ კლუბს ევროპაში ეძებს.

ლუის სუარესი ბოლოს მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „აიაქსის“, „ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108051