„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი გალეონემ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, ეს ფეხბურთელი ძალიან მოსწონს.
„ნაპოლიმ“ ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა კულიბალის დაკარგვით და დიბალას ტრანსფერის წარუმატებელი დასასრულით. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მათ მიიღეს ფეხბურთელი, რომელიც სამყაროს მწერვალია. კვარაცხელია სიგიჟემდე მომწონს, შესანიშნავი ტექნიკა აქვს“, - თქვა გალეონემ.
აქვე გეტყვით, რომ ჯოვანი გალეონე „ნაპოლის“ 1997-1998 წლებში წვრთნიდა, გარდა ამისა, მას „უდინეზეში“, „კომოში“, „პესკარაში“, „პერუჯასა“ და „ანკონაში“ უმუშავია. გალეონე მასიმილიანო ალეგრის ახლო მეგობარია და ცნობილია, რომ „იუვენტუსის“ მწვრთნელი მისგან რჩევებს ხშირად იღებს.
„ნაპოლიმ“ დიმაროში მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ფეხბურთელებს 3 დღე მისცეს დასასვენებლად, ხოლო შაბათიდან ლუჩანო სპალეტის გუნდი მზადებას კასტელ დი სანგროში გააგრძელებს, სადაც 27 ივლისს, ამხანაგურ მატჩს თურქულ „ადანა დემირსპორთან“ გამართავს.