სხვა

11:50 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მაისეის აჯობა და დადებით ბალანსამდე ორი გამარჯვება აშორებს (+VIDEO)

ნაგოია ბაშოს დასრულებამდე 4 დღე რჩება და ტოჩინოშინმა მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შეძლო. ქართველ სუმოისტს ბოლო 2 ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა და ეს დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ლევან გორგაძის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მაისეი გახლდათ, რომელთანაც მე-6 შეხვედრა ჩაატარა და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსში გაუთანაბრდა - 3:3.

დღევანდელი ორთაბრძოლა იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ტოჩი უპირატესობას ფლობდა, თუმცა, გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა დასჭირდა. საბოლოოდ, ჩვენებურმა მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია და მერე გადაყვანა არ გასჭირვებია.

ტოჩინოშინს ზაფხულის ბაშოზე 6 გამარჯვების საწინააღმდეგოდ 5 მარცხი აქვს და მომავალი 4 ბრძოლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დადებითი ბალანსისთვის მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება. ქართველი გოლიათი ხვალ მე-17 მაეგაშირა ნიშიკიფუჯს შეხვდება, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე 8:3 ბალანსი აქვს და კარგ ფორმაშია, ტოჩის კი აქამდე არასოდეს შეხვედრია.

0.132227