მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ ახერხებს „ბარსელონა“ ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვას, რომელიც სურს, იმის ფონზე, რომ ფული არ აქვს.
„ბარსელონა“ ერთადერთი კლუბია, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ საბოლოოდ ნებისმიერ მოთამაშეს ყიდულობს, რომელიც უნდა. არ ვიცი, ამას როგორ აკეთებენ, ცოტა უცნაურია, ცოტა სიგიჟეა“, - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერში 45 მილიონი ევრო გადაუხადა, 5 მილიონ ევროს კი ბონუსის სახით დაუმატებს.