ფეხბურთი

23:18 | 19.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ყარაბაღმა" შვეიცარიის ჩემპიონს მოუგო, გუგეშაშვილი ისევ თადარიგში დარჩა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ჩემპიონმა „ყარაბაღმა“ შვეიცარიის ჩემპიონ „ციურიხს“ შინ 3:2 მოუგო და მომდევნო ეტაპისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

აზერბაიჯანელები უკეთესი სხვაობითაც იგებდნენ, ჯერ 2:0-ს და მერე 3:1-ს, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით მოიგეს. თუმცა, საკმარისია შვეიცარიაში არ წააგონ და მომდევნო ეტაპზე გავლენ.

„ყარაბაღის“ რიგებში ისევ არ უთამაშია ლუკა გუგეშაშვილს. რომელიც კვლავ სათადარიგო სკამზე დარჩა. მოგეხსენებათ, გურბან გურბანოვის გუნდმა მანამდე პოზნანის „ლეხი“ გამოთიშა ასპარეზობას (0:1, 5:1), რომელიც კონფერენს ლიგაზე „დინამო ბათუმის“ მეტოქე იქნება.

დღის სხვა მატჩებიდან უდავოდ გამოსარჩევია ლიეტუვური „ჟალგირისის“ გამარჯვება შინ შვედურ „მალმიოსთან“ (1:0), ლუქსემბურგის ჩემპიონმა „დუდელანჟმა“ კი ერევანში 1:0 „პიუნიკს“ აჯობა.

0.116861