გლეისონ ბრემერი „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობამ „ტორინოსთან“ შეთანხმებას მიაღწია.
„ხარები“ 25 წლის ბრაზილიელი მცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც ბონუსის სახით 7 მილიონი ევრო დაემატება.
ახლა „იუვემ“ შეთანხმებას ფეხბურთელის აგენტთან პირად კონტრაქტზე უნდა მიაღწიოს, თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს და სულ მალე ბრემერი ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება.
სამხრეთამერიკელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ გლეისონ ბრემერი „ტორინოში“ 2018 წლიდან თამაშობს და 110 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.