მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში პირადი პირველობის დასრულების შემდეგ, FIE-მ რეიტინგი განაახლა.
სანდრო ბაზაძემ 2021/22 წლების სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა! რაც კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ქართველი მოფარიკავე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.