დღეს, 19 ივლისს, მელბურნის კრიკეტის სტადიონზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ „კრისტალ პალასს“ ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. მანკუნიანელთაგან გოლები ანტონი მარსიალმა, მარკუს რაშფორდმა და ჯეიდონ სანჩომ გაიტანეს. ლონდონელთაგან თავი ჯოელ უარდმა გამოიჩინა.
ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით „მანჩესტერი“ ფანტასტიკურ ფეხბურთს უჩვენებს. სამი წინასასეზონო ამხანაგური მატჩიდან სამივე მოიგეს საერთო ანგარიშით 11:2 („ლივერპულთან“ – 4:0, „მელბურნთან“ – 4:1 და „კრისტალ პალასთან“ – 3:1).
23 ივლისს „ეშმაკუნები“ მორიგ მატჩს „ასტონ ვილასთან“ გამართავენ.
საინტერესოა, რომ „მანჩესტერი“ შეხვედრებს კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ატარებს, რომელიც გუნდს ავსტრალიაში არ გაჰყვა.