„პარი სენ-ჟერმენმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი, 2022/23 წლების სეზონის საგარეო ფორმა წარადგინა.
ახალი კომპლექტი, რომელიც ბრენდმა Jordan-მა დაამზადა, ღია ნაცრისფერ ტონშია შესრულებული. შუაში კი შავი ვერტიკალური ხაზი გასდევს. წინ მაისურას მთავარი სპონსორის - Qatar Airways-ის წარწერა აქვს, მკლავზე კი მეორე სპონსორის, GOAT-ის.
როდის მოირგებენ პარიზელები ამ ფორმას, ჯერ უცნობია. მორიგ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩს კი ხვალ, 20 ივნისს გამართავენ სტუმრად იაპონურ „კავასაკი ფრონტალესთან.“