„ბარსელონას“ ახალწვეული, რობერტ ლევანდოვსკი, გუნდთან ერთად იმყოფება აშშ-ში, მაგრამ ღია ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. 33 წლის ფორვარდი სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალურად ემზადებოდა.
უცნობია ითამაშებს თუ არა პოლონელი ხვალ, 20 ივლისს, „ინტერ მაიამისთან“ ამხანაგურ მატჩში.
ასევე გადაიდო ლევანდოვსკის ოფიციალური ბარსელონური პრეზენტაცია, რომელიც დღეს, 19 ივლისს უნდა გამართულიყო. მიზეზი უცნობია - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ ფეხბურთელი გუშინ, 18 ივლისს გახდა და სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, 2025 წლის 30 ივნისამდე. კატალონიურმა კლუბმა „ბაიერნს“ მასში 45 მილიონი ევრო გადაუხადა.