მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა “ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატს მიღმა შესაძლო დარჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრიმერა დივიზიონს კატალონიური კლუბი ჭირდება.
ცოტა ხნის წინათ, ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ კატალონია ესპანეთს გამოეყოფა, “ბარსელონა” ლა ლიგაში ასპარეზობას ვერ განაგრძობს.
“იმედი გვაქვს, რომ “ბარსელონა” ლა ლიგაში დარჩება. “რეალი” და “ბარსელონა” დიდი კლუბები არიან და გვინდა, რომ კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატში დარჩნენ. ესპანეთს “ბარსელონა” ჭირდება.” – ციტირებს ბენზემას სიტყვებს AS-ი.