ფეხბურთი

11:24 | 19.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: „დე ლიხტი „ბაიერნის“ ფეხბურთელია“

„იუვენტუსის“ მცველი, მატიას დე ლიხტი, მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. მხარეებმა უკვე შეათანხმეს 22 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის წვრილმანები. ხელშეკრულებას თავად ნიდერლანდელმაც მოაწერა ხელი - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, დღეს, 19 ივლისს, დე ლიხტი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ბავარიულ კლუბს შეუერთდება, რომელიც წინასასეზონოდ შეკრებაზე აშშ-ში იმყოფება.

დე ლიხტი „აიაქსიდან“ „იუვენტუსში“ 2019 წელს გადავიდა 85,5 მილიონ ევროდ.

0.116509