ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ჟურნალისტებს გუნდის ახალწვეულის, სენეგალელი მცვცელის, კალიდუ კულიბალის შესახებ გაუზიარა აზრი.
„ის გუნდში მოიტანს გამოცდილებას და ხარისხს. კალიდუ ჩვენი კიდევ ერთი შესანიშნავი შენაძენია და ვიმედოვნებთ, მალევე გამოავლენს თავის ოსტატობას.
ახლა ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ძალიან ბედნიერები ვართ. რამდენიმე ფეხბურთელს უკვე იცნობს. მაგალითად, მენდის, რომელთანაც ერთად ნაკრებში თამაშობს და ჟორჟინიოს, ვისთან ერთადაც ადრე „ნაპოლიში“ ირჯებოდა. ვფიქრობ, სხვებთანაც მალე გამონახავს საერთო ენას, რათა საჭირო მოთამაშედ იგრძნოს თავი.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Football London.
კულიბალი 2014-22 წლებში „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.