ავტოსპორტი

3:37 | 19.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

როვანპერამ ესტონეთის რალი მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

რალის მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერმა კალე როვანპერამ ესტონეთის რალი მოიგო და ლიდერის პოზიცია განიმტკიცა. 21 წლის ფინელმა უკან ჩამოიტოვა თავისი უელსელი თანაგუნდელი (ორივე ტოიოტას წევრია) ელფინ ევანსი.

როვანპერამ ესტონეთის რალი შარშანაც მოიგო და ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე მის მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვება იყო. ის რალის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა პილოტია, ვინც რბოლის მოგება შეძლო. ამჯერად როვანპერა 24-დან 14 სპეცმონაკვეთზე იყო უსწრაფესი და საბოლოო ჯამში, ევანსს წუთზე მეტით აჯობა.

ევანსმა ექვსი სპეცმონაკვეთის მოგება შეძლო და რბოლის პირველ დღეს დომინირებდა. მაგრამ პარასკევსვე როვანპერამ, ბოლო სპეცმონაკვეთის შემდეგ შეძლო შეძლო მისი გადასწრება. შაბათს ფინელი ზედიზედ შვიდ მონაკვეთზე იყო უსწრაფესი, რითაც ლიდერობა განიმტკცა.

მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა ადგილობრივი ფავორიტი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ოტტ ტანაკი (ჰიუნდაი).

შვიდი ეტაპის შემდეგ, როვანპერას 175 ქულა აქვს. მეორეზეა ბელგიელი ტიერი ნოივილი (ჰიუნდაი), ვინც ესტონთში რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა. მას 92 ქულა დაუგროვდა. 79 ქულით მესამე ადგილზე ევანსი იმყოფება.

მიმდინარე სეზონის 13-დან მე-8 ეტაპი ფინეთში, 1-7 აგვისტოს გაიმართება.

0.125057