ჭიდაობა

2:12 | 19.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილის ძმა 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილის ძმა კონსტანტინე პეტრიაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა.

მან ფინალში უნგრელი მარკ მატიას ლაპოსა დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. თუმცა, გენოს უმცროსი ძმა ერთადერთი ქართველი არაა, ვინც ზაგრებში მედალი მოიპოვა.

ასევე ოქროს მედალს დაეუფლა ლუკა კვაშატიძე, რომელმაც ფინალში სომეხი საჰაკ ჰოვჰანისიანი დაამარცხა და ოქრო მოიპოვა. გარდა ამისა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი მაისურაძემ და მათე ცინცაძემ.

0.113623