ფეხბურთი

0:56 | 19.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია მამარდაშვილზე: "მისთვის სეზონი ისე დაიწყო, როგორც წინა დასრულდა"

ესპანურმა „ვალენსიამ“ სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი გამარჯვებით დაასრულა და „დორტმუნდი“ 3:1 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა.

ქართველმა მეკარემ 5 სეივი მიითვალა და გოლი კი გაუშვა, მაგრამ მხოლოდ პენალტით, რომელიც მარკო როისმა გაუტანა.

ესპანურმა გამოცემა Eldesmarque-მ მამარდაშვილი მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და მისი თამაში 8 ქულით შეაფასა. ასევე 8 ქულა დაუწერეს სამუ კასტილიეხოს და მხოლოდ გონსალო გედეშმა დაიმსახურა უფრო მაღალი შეფასება - 9 ქულა.

„სეზონი ისე იწყება, როგორც წინა დასრულდა. დამაჯერებელი, დამზღვევი და გადაულახავი კედელი“, - წერს ესპანური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, „ვალენსია“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს, „სენტ გალენთან“ გამართავს, ხოლო ლა ლიგის პირველ ტურში 14 აგვისტოს, „ჟირონას“ უმასპინძლებს.

0.150465