სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვერ გავიდა. ქართველი მოფარიკავე ნახევარფინალში უნგრელ არონ შილაგის დაუპირისპირდა და 11:15 დამარცხდა.
შედეგად, ქართველი ოქროს მედალს ვეღარ შესწვდება, მაგრამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალამდე სანდრომ ჯერ გერმანელი ფრედერიკ კინდლერს 15:8, შემდეგ უნგრელი ჩანად გემეშის 15:12 მოუგო, მერე ჩინელი ჩეპენგ შენი 15:5 გაანადგურა, ხოლო მეოთხედფინალში ირანელი 31 წლის FIE-ს რეიტინგის მე-12 ნომერი ალი პაკდამანი 15:12 დაამარცხა.