„მანჩესტერ სიტის“ მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო ლონდონის „არსენალში“ გადასვლასთან ახლოსაა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფეხბურთელი ლონდონელებთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ხოლო ტრანსფერის ღირებულება 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი წარმატებით მიმდინარე კვირაში დაიხურება. 25 წლის უკრაინელი მცველი „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან თამაშობს და 128 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „უფასა“ და პსვ ეინდჰოვენის რიგებში ირჯებოდა.