უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა წინსწრებით გაიმართა და შესაბამისად, „დინამო ბათუმისა“ და თბილისის „საბურთალოს“ პოტენციური მეტოქეები გაირკვა.
„დინამო ბათუმი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოზნანის „ლეხის“ დამარცხებას თუ მოახერხებს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე ისლანდიურ "ვიკინგურსა" და უელსურ "ნიუ საინტს" შორის გამარჯვებული იქნება.
თავის მხრივ, „საბურთალო“ ბუქარესტის „სტიაუას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ფარერების "ვიკინგურსა" და სლოვაკურ "დუნაისკა სტრედას" გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 4 და 11 აგვისტოს გაიმართება, ხოლო მანამდე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებია, სადაც „დინამო ბათუმი“ პოზნანის „ლეხს“ 21 ივლისს ესტუმრება და 28 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო იმავე დღეებში „საბურთალო“ „სტიაუას“ შეხვდება, ოღონდ ჯერ შინ და მერე სტუმრად.