ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ზაფხულის წინასასეზონო შეკრებაზე მეორე შეხვედრას "პერუჯას" წინააღმდეგ გამართა და 4:1 დაამარცხა. ქართველი ტალანტი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მე-4 წუთზე ლმაზი გოლიც გაიტანა.
ხვიჩასთვის ეს ნეაპოლიტანური გუნდის შემადგენლობაში მეორე მატჩში მესამე გოლია. მას, ასევე, ერთი საგოლე პასიც აქვს.
ხვიჩა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. იტალიურ გუნდში "კვარას" სტატისტიკა ასეთია: ორი მატჩში 90 წუთი, 3 გოლი და 1 საგოლე პასი.