ფეხბურთი

21:09 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" და "ბაიერნმა" შეთანხმება დაადასტურეს

"ბარსელონამ" და "ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურეს, რომ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.

პოლონელი ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებას ხელს შემდეგ მოაწერს, რომელიც სამწლიანი იქნება. "ბარსას" ეს ტრანსფერი 50 მილიონი ევრო დაუჯდება.

34 წლის ფორვარდს “ბაიერნთან” კონტრაქტი გაისად ეწურებოდა, რომლის განახლებაზე უარი თქვა, რადგან კლუბის დატოვება და ესპანეთში გადასვლა სურდა.

რობერტ ლევანდოვსკი “ბაიერნმა” 2014 წელს “დორტმუნდიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და მას შემდეგ 375 მატჩში 344 გოლი გაიტანა. პოლონელს “დორტმუნდსა” და პოზნანის “ლეხში” აქვს ნათამაშები.

0.119483