პოლონეთის ჩემპიონი პოზნანის „ლეხი“ სეზონის სტარტზე არცთუ ისე დამაჯერებელია და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.
პოზნანელებმა ჯერ პოლონეთის სუპერთასზე „გურნიკთან“ წააგეს (0:2), შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ყარაბაღთან“ განადგურდნენ (1:5) და ახლა პოლონეთის ჩემპიონატის პირველ ტურში მოულოდნელად შინ „სტალთან“ ვერაფერი გააწყვეს - 0:2.
ნიკა კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილმა მხოლოდ ბოლო 16 წუთი ითამაშა.
„ლეხი“ მოგეხსენებათ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმის“ მეტოქეა და მომდევნო შეხვედრას 21 ივლისს, პოზნანში, სწორედ საქართველოს ჩემპიონთან გამართავს.