ძიუდო

16:52 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრების გრან პრი: შავდათუაშვილი უმედლოდ დარჩა, გრიგალაშვილს ბრინჯაოს შანსი აქვს

ზაგრების გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღე არცთუ ისე წარმატებული გამოდგა საქართველოსთვის. ტატამიზე სამი ქართველი გავიდა, საიდანაც მედლის შანსს მხოლოდ ტატო გრიგალაშვილი ინარჩუნებს.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელი ანტონი ცინგი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ბრაზილიელ პედრო მედეიროშთან თავად დამარცხდა რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა. ამავე წონაში გიორგი ტერაშვილმა პირველი შეხვედრა წააგო მონღოლ ანხჟაია ლავიარგალთან და შესაბამისად, უმედლოდ დარჩა.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოლდოველ ნიცონ ზაბოროსჩიუსთან და თურქმენ დაიანჩ ომიროვთან იმარჯვა, მაგრამ მეოთხედფინალში ფრანგ უმარ ალფა ჯალოსთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც აზერბაიჯანელ ზელიმ ტჩკაევს გაეჯიბრა, რომელიც დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ამრიგად, დღეს საქართველოს ამ ერთი მედლის შანსი აქვს, ხოლო გუშინ ვერცხლის მედალს ეთერ ლიპარტელიანი, ხოლო ბრინჯაოს გიორგი სარდალაშვილი დაეუფლა.

0.113264