ფეხბურთი

15:42 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელი ჟურნალისტი: რონალდუ მალე "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდება

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად სეზონისთვის მზადება არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოჯახური მიზეზებით განიმარტა, ბრიტანული მედია დიდი ხანია ვარაუდობს, რომ მას კლუბის დატოვება სურს.

ამჯერად, კი გერმანელმა ჟურნალისტმა მაქსიმილიან კოხმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა, რომ რონალდუს „ბაიერნში“ ტრანსფერამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.

მიუნხენელებმა რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ გასხვისებაზე თანხმობა განაცხადეს, შესაბამისად, მისი შემცვლელი სჭირდებათ. ამიტომაც, სულაც არაა გამორიცხული, რომ „რეკორდმაისტერის“ რიგებში პორტუგალიელი ჩაირიცხოს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანული კლუბის ბოსებმა რონალდოთი დაინტერესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერს“ ერთი წლის წინ „იუვენტუსიდან“ შეუერთდა და გასულ სეზონში 38 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

0.121387