შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი ბრილ ემბოლო კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
25 წლის ფეხბურთელმა „მონეგასკებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ღირებულება კი უცნობია.
ემბოლო ბოლოს „გლადბახში“ თამაშობდა, რომლის მაისურით 106 მატჩში 25 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ბაზელისა“ და „შალკეს“ ღირსებას იცავდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია