მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი მიმდინარე ზაფხულს ახალ ფეხბურთელებს აღარ დაიმატებს. იტალიელი სპეციალისტი შემადგენლობით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ მათთვის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.
„უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ „რეალისთვის“ ეს სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ფეხბურთელების დამატებას, გუნდში ყველაფერი კარგადაა. ჩვენს მიერ აქამდე გაკეთებულმა ტრანსფერებმა გუნდს დამატებითი უპირატესობა მისცა, თავიანთ პოზიციებზე ეს მოთამაშეები საუკეთესოები არიან, რისი პოვნაც ბაზარზე შეგვეძლო.
ანტონიო რიუდიგერი შესანიშნავი ცენტრალური მცველია, ისევე, როგორც ჩუამენი კარგი ნახევარმცველია. ორელინი ძალიან ახალგაზრდაა და დიდი პოტენციალი აქვს. ის უკვე საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელია. ზაფხულის ტურნეს გამოვიყენებთ, რათა მათ ჩვენს გუნდში ადაპტაციაში დავეხმაროთ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალს“ მიმდინარე ზაფხულს ანტონიო რიუდიგერი და ორელინ ჩუამენი შეუერთდნენ.