სხვა

4:48 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იუჯინში ოქროს პირველ მედალს პერუელი გარსია ლეონი დაეუფლა

შეერთებული შტატების ქალაქ იუჯინში სტარტი აიღო მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატმა. მედლების პირველი კომპლექტი ქალთა შორის, 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში გატამაშდა. შეჯიბრი პერუელმა კიმბერლი გარსია ლეონმა მოიგო და ჩემპიონატის პირველ ოქროს დაეუფლა.

გარსია ლეონმა ფინიშის ხაზი საათში, 26 წუთსა და 58 წამში გადაკვეთა და უკან მოიტოვა პოლონელი კატარზინა ზდზიებლო და ჩინელი ქიეიან შიძიე (2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი), რომლებიც შუა გზაზე, უახლოეს მდევრებს 20 წამით სჯობდნენ და მომდევნო 5 კილომეტრი გვერდგვერდ გაიარეს.

ფინიშამდე 3 კილომეტრი რომ რჩებოდა, 28 წლის პერუელმა დაწინაურება შეძლო. შიძიე მიჰყვა, მაგრამ მალე დაიღალა და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. საინტერესოა, რომ სამი წლის წინათ, დოჰას ჩემპიონატზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამჯერად მედლის გარეშე დარჩა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ჩინელი ლიუ ჰონი, ვისაც ოლიმპიური ოქრო რიოში აქვს მოპოვებული, დოჰას მსოფლიო ჩემპიონატზე კი სრულად ჩინური კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა. ის გამარჯვებულს ორ წუთზე მეტით ჩამორჩა და ფინიში მეხუთემ გადაკვეთა.

0.115965