ფეხბურთი

1:10 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფედერიკო ბერნარდესკი MLS-ში ითამაშებს

იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკი კარიერას „ტორონტოში“ გააგრძელებს. მხარეებმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმეს იტალიელი კანადაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ბერნარდესკი 2017 წლიდან „იუვენტუსში“ თამაშობდა (183 მატჩი, 12 გოლი), რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და კლუბმა მასთან თანამშრომლობა არ ისურვა. მანამდე ფედერიკო „ფიორენტინასა“ და „კროტონეში“ ირჯებოდა. იტალიის ნაკრებში, რომლის რიგებში შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა, 38 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.

ბერნარდესკი „ტორონტოს“ მესამე იტალიელი ახალწვეულია მიმდინარე ზაფუხლს ლორენცო ინსინიესა და დომენიკო კრიშიტოს შემდეგ. გარდა ამისა, წელსვე MLS-ში ჯორჯო კიელინიც გადავიდა („ლოს ანჯელესში“).

0.115356