მარიო ბალოტელი შესაძლოა შვეიცარიულ „სიონში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა კრისტიან კონსტანტინიმ ადგილობრივ მედიას უთხრა.
„დიახ, სიმართლეა, კვირებია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - თქვა მან. ბალოტელი ბოლოს თურქულ „ადანა დემირსპორში“ ირჯებოდა, რომლის რიგებში გასულ სეზონში 33 მატჩში 19 გოლი გაიტანა და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი კარიერის განმავლობაში „ინტერის“, „მანჩესტერ სიტის“, „მილანის“, „მარსელის“, „ბრეშას“ და „მონცას“ რიგებში თამაშობდა.