„ნაპოლის“ ცნობილი გულშემატკივარი და ამავე კლუბის მატჩების ტელეკომენტატორმა რაფაელე აურიემამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კვარაცხელია ლორენცო ინსინიეზე ბევრად მრავალფეროვანი და უკეთესი თვისებების მქონე ფეხბურთელია. ის დარწმუნებულია, რომ ხვიჩა და ვიქტორ ოსიმენი ერთად ძალიან კარგად ითამაშებენ.
„ამხანაგურ მატჩებში არ უნდა შეხედო გოლებს, განიავებულ მომენტებს ან მეტოქის მეკარის სეივებს, არამედ გუნდის ხასიათი უნდა დაინახო. მრავალი თვეა კვარაცხელიას თვისებებს ვადიდებ, მას აქვს ძლიერი ხასიათი. იტალიის ჩემიონატი სულ სხვა საგამოცდო მასალა იქნება, მაგრამ კვარაცხელია ლათინურად თამაშობს. მასთან ერთად გუნდში ინსინიე არ მინდა, ახლა გვყავს განსხვავებული და უპირველეს ყოვლისა უკეთესი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი, რომელსაც შეტევის ცენტრში გვერდით ოსიმენი ეყოლება. ლოზანო და კვარაცხელია შექმნიან რიცხობრივ უპირატესობას, მოატყუებენ მეტოქეს და ცენტრში პასებით მოამარაგებენ ოსიმენს, რომელიც თავით თამაშში ერთ-ერთი საუკეთესოა. სტრატეგიულ დონეზე "ნაპოლი" გაძლიერდა“, - აღნიშნა აურიემამ.