ძიუდო

19:43 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ზაგრების გრან პრიზე გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოსთვის ეს პირველი მედალია.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგიმ ჯერ ტაჯიკი მუჰამადსოლე ქუვატოვი დაამარცხა, მერე ბრაზილიელ მათეუს ტაკაკისაც აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში ფრანგ მაქსიმ მერლინთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ტაჯიკ ჰაკბერდი ჯუმაიევს გაეჯიბრა, რომელიც დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს შეხვდა, რომელსაც იპონით აჯობა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

შეგახსენებთ, რომ ზაგრების პრიზე საქართველოს 10 ძიუდოისტითაა წარმოდგენილი.

0.111015