„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრისტიან ერიკსენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. დანიელმა ფეხბურთელმა, რომელიც „წითელ ეშმაკებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„მანჩესტერი“ განსაკუთრებული კლუბია და ერთი სული მაქვს, აქ ვითამაშო. მქონდა პრივილეგია „ოლდ ტრაფორდზე“ არაერთხელ მეთამაშა, მაგრამ „იუნაიტედის“ წითელი მაისურით ამის გაკეთება, საოცარი გრძნობა იქნება“, - აღნიშნა კრისტიანმა.
კრისტიან ერიკსენმა კარიერა „აიაქსში“ დაიწყო, სადაც 2009-2013 წლებში 162 მატჩში 32 გოლი გაიტანა, შემდეგ 2013-2020 წლებში „ტოტენჰემში“ 305 თამაშში თავი 69-ჯერ გამოიჩინა, 2020-2021 წლებში „ინტერში“ ითამაშა და 60 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი „ბრენტფორდში“ დაჰყო, სადაც 11 თამაშში მეტოქის კარი ერთხელ აიღო. დანიის ნაკრებში ერიკსენის ანგარიშზე 115 მატჩი და 38 გოლია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ!!! ყოჩაღ!!! და ისევ ყოჩაღ!!!
აი- პროფესიონალიზმის და შეუპოვრობის ნათელი მაგალითი! მართლაც და აფერუმ ერიკსენს!!! სხვა მის ადგილას უკვე ეპიტაფიის სიტყვებზე დაიწყებდა ფიქრს... სარადული გაეჭიმებათ, წნევა აუწევთ თუ ხიჭვი შეერჭობათ- კარიერას ამთავრებენ და კრისტიანმა კიდევ თვით მიქელას გაუკეთა დრიბლინგი... ისევ ყოჩაღ!
წარმატებები!