ფეხბურთი

12:46 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონ „ჩონბუკში“ ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ოქრიაშვილი სამხრეთკორეულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ მეორე ქართველია, რომელიც K ლიგაში ითამაშებს. გარდა ამისა, სამხრეთკორეაში თამაშობს ნიკა კაჭარავაც, თუმცა, ქვედა ლიგის ბინადარ ჯეონამ დრაგონსში.

„ჩონბუკი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა და ამის გაკეთება ბოლოს 12 წელიწადში მოახერხა, მათ შორის, ბოლო ორი სეზონის ჩემპიონია. ამჟამად კი, 21 ტურის თავზე მეორე ადგილზეა და ლიდერ „ულსანს“, სადაც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, 5 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ბოლოს ნიქოზიის „აპოელში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ანორთოსისის“, „კრასნოდარის“, „ეშქიშეჰირსპორის“, „ჩერნომორეცის“, „გენკის“, „მარიუპოლის“, „შახტარისა“ და „გაგრას“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119245