ფეხბურთი

2:23 | 15.07.2022 | ნანახია 4970 - ჯერ

იტალიური მედია კვარაცხელიაზე: "ნაპოლიში" ახალი KK ბრწყინავს და ის კალიდუ კულიბალი არ არის"

„ნაპოლიმ“ სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში სამოყვარულო კლუბი „ანაუნე“ 10:0 გაანადგურა, იტალიური მედიის მთავარი სასაუბრო თემა კი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც პირველი ტაიმი ითამაშა, მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა და საგოლე პასიც გააკეთა.

წარმოგიდგენთ წამყვანი იტალიური გამოცემების გამოხმაურებას ქართველი ფეხბურთელის სადებიუტო თამაშზე:

Goal Italia: „დიმაროში სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში „ნაპოლის“ მთავარ გმირს ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია. მან თავიდანვე სწორად დაიწყო: ჯერ რაჰმანის გაატანინა, შემდეგ თვითონ გაიტანა და მერე დუბლიც შეასრულა“.

Gazzetta Dello Sport: „ნაპოლიში ახალი KK ბრწყინავს, მაგრამ ის აღარ არის კალიდუ კულიბალი, მისი სახელი ძალიან რთულია წარმოსათქმელია: ხვიჩა კვარაცხელია, 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც ახალ პუბლიკას დუბლით, საგოლე პასით, ძელზე მორტყმული ბურთით და ძალიან ბევრი საინტერესო მოქმედებით წარუდგა“.

Corriere Dello Sport: „კვარაცხელიას შოუ „ანაუნესთან“. ქართველი „ნაპოლის“ მთავარი გმირი იყო სეზონის პირველ გამარჯვებაში. მის მიმართ დიდი მოლოდინია და იმედიც არ გააცრუა: შეუჩერებელმა ქართველმა პირველივე ტაიმში პასი და დუბლი მიითვალა“.

Calciomercato: „დღის აბსოლუტური გმირი ახალწვეული კვარაცხელიაა. ყოველთვის ქმნიდა რიცხობრივ უპირატესობას. ორი და საგოლე პასი „ნაპოლის“ მაისურით სადებიუტო მატჩში“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ არაოფიციალურ სადებიუტო მატჩში 45 წუთი ითამაშა, ორი ეფექტური გოლი გაიტანა და არანაკლებ ბრწყინვალე საგოლე პასიც გააკეთა. „ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 17 ივლისს ჩაატარებს და მეტოქე უფრო ძლიერი ეყოლება, ვიდრე დღეს ჰყავდა - „პერუჯა“.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:14 | 19.11.2011
lasha100 (67)

yvela magari goli iko

00:42 | 17.11.2011
l>a>k>e>r>s (1441)

ronaldom da nanim magari golebi gaitanes

21:54 | 16.11.2011
henry94 (771)

magari komendatorebi yavt kriswiano murta khabal gol gol gol goallllllllllllllllllllllllllllllllllll

17:40 | 16.11.2011
gunnera (1087)

nanim მმმმმაააააააააააააააგარი დაარტყა!

15:36 | 16.11.2011
tsluka91 (561)

es is 6:2 ia romlitac sheudzliat iamayon kidevac bosnielebma. ai rac sheexeba sircxvil

14:08 | 16.11.2011
henry94 (771)

sgsgsgsgsg

0.125611
4970