ჩოგბურთი

2:22 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი აგვისტოში ტორონტოს ტურნირზე ითამაშებს

სერენა უილიამსი ტორონტოს ტურნირზე, აგვისტოში ითამაშებს. ამის შესახებ, ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ორი კვირის წინ, უიმბლდონზე ითამაშა, მაგრამ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ფორმაში არ იყო და დიდი სლემის ტურნირს ზედიზედ მეორედ, პირველივე წრეში გამოეთიშა.

ტორონტოს ღია პირველობა, რომელიც უილიამსს სამჯერ აქვს მოგებულული, 6-15 აგვისტოს ჩატარდება. სერენა ძირითად ბადეში ითამაშებს. ბოლოს იქ მან 2019 წელს იასპარეზა და ფინალს მიაღწია. როგორც ჩანს, მისი მიზანი, აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლაა და ამისთვის მას სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება.

ტორონტოში 2019 წლის ფინალში, ის კანადელ ბიანკა ანდრეესკუს შეხვდა. მეოთხე გეიმში ანდრეესკუმ ბრეიკს მიაღწია, სერენა კი თავისი სკამისკენ თვაცრემლიანი გაეშურა - მას წელის სპაზმები ჰქონდა, რამაც თამაშიდან გასვლა აიძულა.

ორგანიზატორთა განცხადებით, ტურნირის განაცხადში, WTA-ის რეიტინგის ტოპ 43-დან 41 ჩოგბურთელია, მათ შორის, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პოლონელი იგა სვიატეკი, დიდი სლემის ოთხი ტიტულის მფლობელი, იაპონელი ნაომი ოსაკა და აშშ-ის ღია პირველობის ბრიტანელი ჩემპიონი, ემა რადუკანუ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119841