ფეხბურთი

19:04 | 14.07.2022 | ნანახია NaN - ჯერ

არჩილ ბერიძე: "უკან არასდროს დაგვიხევია და ამას არც ახლა გავაკეთებთ"

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის გულშემატკივრებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი უკან დახევას და დანებებას არ აპირებენ.

„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის და სამაგალითო ქომაგობისთვის. პირველ რიგში მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, თითოეულ ბათუმელს, მუდამ ვამბობ და ვიტყვი: ეს გუნდი თქვენია და თქვენ საუკეთესოები ხართ!

მადლობა ფეხბურთელებს თავდაუზოგავი შრომისთვის, სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს და ყველას ვინც დინამო ბათუმის წარმატებისთვის ძალ- ღონეს არ იშურებს

გასული 5 წლის მანძილზე ბევრი გამარჯვება ვიზეიმეთ და იმედგაცრუებებიც არ გვაკლდა, მაგრამ უკან არასდროს დაგვიხევია, არც ახლა ვაპირებთ დანებებას და ჩვენს ოცნებებზე უარის თქმას.

რამდენი მცდელობაც არ უნდა დაგვჭირდეს, დინამო ბათუმი აუცილებლად ითამაშებს ევროთასებზე და ჩვენ ისევ დავწერთ ამ კლუბის ახალ ისტორიას“, - ციტირებს „დინამო ბათუმის“ ვებგვერდი ბერიძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმი“ კონფერენს ლიგაზე გადაერთო, სადაც პოლონეთის ჩემპიონ პოზნანის „ლეხს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:48 | 28.10.2021
lagashi (6738)

ახლა ნაკრებში ისეთი სიტუაციაა კონკურენციის თვალსაზრისით, რომ რომელიმე ძიუდოისტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა რომ მოინდომოს შეიძლება არც არაფერი დააკლდეს ნაკრებს... როგორც ფეხბურთში ბრაზილიაა მოდებული მთელს მსოფლიოს, ისე უნდა მოვედოთ ძიუდოში

14:32 | 26.10.2021
KoRBeN DaLLaS (24848)

წლევანდელი გეგმა ჰაი-ჰაი რომ შესრულებულიც არის და გადასრულებულიც )) ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა !!!
ისე, მგონი ძალიან გადაახალისეს ჩვენი შემადგენლობა და ბექაურის გარდა კიდევ ბევრი არ იჭიდავეს. გოგოები საერთოდ არ მიდიანო, სადღაც წავიკითხე.

10:13 | 27.10.2021
fidofido (3392)

ეთოს გარდა გოგოები გინდა ტატამზე გასულან გინდა კუხნაში ისე კუხნაში ერთ-ორ ჭიქას მაინც წააქცევნენ ტატამზე რაუნდა აკეთონ

09:48 | 27.10.2021
choloka (934)

დღეს ხომ იცი რა სიტუაციაა საქართველოში ან ყველა მღერის ან ყველა ჭიდაობს,ღმერთის წყალობით ბევრი გვყავს კარგი ახალგაზრდა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065355