ფეხბურთი

17:40 | 14.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" - "ლეხის" ორივე მატჩების მსაჯები გაირკვა

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმისა“ და პოზნანის „ლეხის“ ორივე მატჩის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია.

პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიელები განსჯიან. მთავარი მსაჯი იან მაკნები იქნება, მას პოლ რობინსონი და ენდრიუ ნეთერი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის როლში სტივენ გრეგი იმუშავებს.

საპასუხო შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიელი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი იგორ სტოიჩევსკი იქნება, რომელსაც გოჩე პეტრესკი და სლაგიან მარკოსკი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრის ფუნქციას ტრპჩევსკი სტოიანჩო შეასრულებს. აქვე გეტყვით, რომ სტოიჩევსკიმ გასულ წელს, ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩი იმსაჯა, რომელიც მეტოქემ 4:1 მოიგო.

შეგახსენებთ, „დინამო ბათუმი“ „ლეხს“ 21 ივლისს ესტუმრება, ხოლო შინ 28 ივლისს უმასპინძლებს. პოლონეთის ჩემპიონის რიგებში ქართველი ფეხბურთელები, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ.

0.115253