ცხელი სპორტული ზაფხული ჩაივლის, მაგრამ ქართული სპორტის გულშემატკივრებს შემოდგომაზეც კარგი თავშესაქცევი და საგულშემატკივრო ექნება. 1-18 სექტემბრის ჩათვლით ევრობასკეტი გაიმართება, რომლის A ჯგუფის შეხვედრებსაც თბილისში, ახლადაშენებული "თბილისი არენა" უმასპინძლებს.
სხვადასხვა ბუქმეიკერულმა კომპანიებმა მომავალი ევრობასკეტის ფავორიტები დაასახელეს და სხვადასხვა გუნდს კოეფიციენტები დაუწრეს. ბუქმეიკერების აზრით, ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი სერბეთის ნაკრებია. (3.85). ფავორიტად მიაზრება - სლოვენია, საფრანგეთიც და საბერძნეთიც. საქართველოს ნაკრების მიერ ტურნირის მოგებას ბუქმეიკერები 67.00 კოეფიციენტით აფასებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის A ჯგუფში ესპანეთის, მონტენეგროს, თურქეთის, ბელგიის და ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
ტატო ნიკურაძე