ფეხბურთი

1:02 | 14.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "პირველ თამაშში დიდი წნეხი იყო, ახლა უფრო მშვიდად ვითამაშებთ"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „პაიდესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ პირველ მატჩში მისი გუნდისთვის დიდი წნეხი არსებობდა, ესტონეთში კი უფრო თავისუფლად ითამაშებენ.

„ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება. თამაშიდან გამომდინარე პირველი მატჩი მინიმუმ არ უნდა წაგვეგო, მაგრამ მოხდა ისე, რომ კონცენტრაცია დავკარგეთ და საბოლოო ჯამში უხეში შეცდომებით გავუშვით გოლები. თუმცა, ფეხბურთი ასეთია, 90 წუთი თუ არ ხარ, კონცენტრირებული, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს.

ჩვენთვის პირველი თამაში წნეხიც იყო, სტადიონზე საგრძნობლად მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ჩემპიონატში და წნეხი გაიზარდა. ვფიქრობ, რომ აქ ბევრად ლაღად და მშვიდად ვითამაშებთ, რადგან მგონია, რომ პირველ თამაშს ჩვენთვის თავისი დაძაბულობა ჰქონდა. ამ გუნდზე ჩვეულებრივად სრული ინფორმაცია გვქონდა, ვიცოდით, რასაც ველოდებით. უბრალოდ, ერთია ტელევიზორიდან ანალიზი და მეორე, როდესაც უშუალო შეხება გექნება გუნდთან. ჩვენ ახლა მეტოქეს ზუსტად ვიცნობთ, თორემ დაწვრილებითი ინფორმაცია მანამდეც გვქონდა, არ არის ეს ინფორმაცია ძნელი მოსაპოვებელი.

ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, ძალიან კარგად ორგანიზებულად ითამაშეს და ვერ მოვიგეთ პირველი მატჩი. „დინამო თბილისში“ სხვა წნეხია, გვერდს ვერ ავუვლით, ვისაც არ უნდა ვხვდებოდეთ, წნეხია, მიჩვეულები ვართ, უბრალოდ აქ დამატებითი საფიქრალი არ გვექნება და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებთ“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

„დინამო თბილისი“ ესტონეთში 21 ფეხბურთელით ჩავიდა. გუნდს ტრავმის გამო კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი დააკლდება, ხოლო ახალწვეული ჯიმი ტაბიძე კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განაცხადში არ არის.

მეკარეები: ანდრეს პრიეტო და დავით კერესელიძე.

მცველები: ნიკა მალი, ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, ლევან ხარაბაძე, საიმონ ბენიო, დავით კობოური და გოდფრი სტეფენი.

ნახევარმცელები: იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი კუცია, თორნიკე კირკიტაძე, გიორგი ჩხეტიანი და უსმანე კამარა.

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, გიორგი გაბედავა, სტანისლავ ბილენკი და დმიტრი ანტილევსკი.

შეგახსენებთ, „პაიდესა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114351