ლონდონის „ჩელსი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს და The Athletic-ის ინფორმაციით, „პარი სენ ჟერმენის“ მცველის, პრესნელ კიმპემბეს გადაბირებას ცდილობს.
პსჟ მზადაა ფრანგი მცველი გაყიდოს, თუ ხელსაყრელ წინადადებას მიიღებს. როგორც ცნობილია, პარიზელები პირველი შეთავაზებით უკმაყოფილო დარჩნენ, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება.
„ჩელსიმ“ მიმდინარე ზაფხულს ორი მცველი, ანდრეას კრისტენსენი და ანტონიო რიუდიგერი დაკარგა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია „ნაპოლიდან“ კალიდუ კულიბალის ტრანსფერი, რომელიც ლონდონში უკვე გაემგზავრა, ახლა კი კიმპემბეს შეძენასაც ცდილობს.
ფრანგ მცველს პსჟ-ში ტომას ტუხელთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ის პარიზული კლუბის აღზრდილია და 2014 წლიდან 221 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.
აქვე გეტყვით, რომ „ჩელსიმ“ რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.