ფეხბურთი

17:30 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "რაფინია და დემბელე "ბარსელონაში" ითამაშებენ"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად დაადასტურა „ლიდსიდან“ რაფინიას ტრანსფერი და უსმან დემბელეს კატალონურ კლუბში დარჩენა. ამის შესახებ მან ესპანურ მედიას განუცხადა.

„ნამდვილად, ამ კვირაში გამოვაცხადებთ რაფინიას ტრანსფერისა და დემბელესთან კონტრაქტის განახლების შესახებ. გვინდა, რომ ორი პრეზენტაცია ჩავატაროთ“, - თქვა ლაპორტამ.

როგორც ცნობილია, უსმან დემბელეს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, მაგრამ ფრანგმა კატალონურ გრანდში დარჩენა გადაწყვიტა და ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

რაფინიას ტრანსფერზე „ლიდსთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია, რაც „ბარსამ“ ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისური კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ 67 მილიონ ევროს მიიღებს.

0.116623