რომის „ლაციომ“ ესპანური „გრანადას“ მეკარე ლუიშ მაშიმიანო დაიმატა. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
პორტუგალიელმა კიპერმა „არწივებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „გრანადამ“ ტრანსფერის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო.
მაშიმიანო „გრანადაში“ 2021 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე ლისაბონის „სპორტინგის“ კარს იცავდა. საინტერესოა, რომ „ლაციო“ ამ ზაფხულს ტომას სტრაკოშამ და პეპე რეინამ დატოვეს და მაურიციო სარის გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება მეკარის გარეშე დაიწყო.