ფეხბურთი

15:50 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაჰიმ სტერლინგმა "მანჩესტერ სიტი" დატოვა

რაჰიმ სტერლინგმა „მანჩესტერ სიტი“ დატოვა. ინგლისელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა და „სიტის“ დაემშვიდობა.

გადაწყვეტილია, რომ სტერლინგი ლონდონის „ჩელსის“ შეუერთდება, რომელთანაც კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს, ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.

რაჰიმ სტერლინგი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 339 შეხვედრაში 131 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ინგლისელმა კარიერა „ლივერპულში“ დაიწყო, რომლის მაისურით 129 თამაშში 23 გოლის გატანა შეძლო.

0.117868