„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტი გულშემატკივრებს შეხვდა და სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე მათ შეკითხვებს უპასუხა.
იტალიელ სპეციალისტს ახალწვეულების, ხვიჩა კვარაცხელიასა და მატიას ოლივერას შესახებაც ჰკითხეს. კერძოდ, რა დრო დასჭირდებათ მათ ადაპტაციისა და გუნდთან შესაწყობად, რაზეც სპალეტიმ თქვა, რომ ისინი ამისთვის უკვე მზად არიან.
„ამ დონის ფეხბურთელები, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ნიჭიერები არიან და აქვთ გამოცდილება გუნდის განკარგულებაში ყოფნისთვის. შესაბამისად, ისინი მზად არიან, გუნდთან დაუყოვნებლივ შესაწყობად“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 2022-2023 წლების სეზონისთვის ემზადება, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 14 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.