სხვა

2:51 | 13.07.2022 | ნანახია 207 - ჯერ

დოვიციოზო სეზონის ბოლოს მოტოგრანპრის დატოვებს

იტალიელმა მოტომრბოლმა ანდრეა დოვიციოზომ გამოაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოდან, მოტოგრანპრის დატოვებს და არ დაბრუნდება, სანამ კონკურენტუნარიან გუნდში მიიწვევენ. მსოფლიოს სამგზის ვიცე ჩემპიონის თქმით, რბოლებში მონაწილეობა არ სიამოვნებს, როდესაც გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მოტოციკლი ვერ აძლევს.

დოვიციოზომ თავისი კარიერა 2001 წელს დაიწყო და „დუკატისთან“ ერთად, სამჯერ გახდა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი. ამ სეზონში მას მხოლოდ 10 ქულა აქვს დაგროვილი, ერთხელაც არ შესულა ტოპ ათეულში და კლასიფიკაციაში 22-ე ადგილზე იმყოფება.

დოვიციოზომ „დუკატი“ 2020 წლის სეზონის ბოლოს დატოვა და მომდევნო სეზონის ბოლომდე გუნდის გარეშე იყო. შემდეგ „პეტრონას იამაჰამ“ მიიწვია, ამჟამად კი დამოუკიდებელ გუნდ „იამაჰა RNF-ის“ წევრია.

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ სეზონში, რბოლებში მონაწილეობას არ მივიღებ. ასეთ მონაწილეობას აზრიც არ აქვს. ყოველთვის ვამბობ, თუ კონკურენტუანარიანი არ ვიქნები, მაშინ აქ ყოფნა არ მსურს. ეს გადაწყვეტილება მშვიდად მივიღე. გასული სეზონის ნახევარი ისედაც გავაცდინე. კარიერის დასრულება ასე გამოვცადე. ყველაფერი რიგზეა. არ მინდა, კიდევ ერთი სეზონის ასე დასრულება“, - ამბობს დოვიციოზო.

მას ნათქვამი აქვს, რომ ვერაფრით შეეჩვია „იამაჰას“ მართვას, რადგან ეს „დუკატის“ მანქანისგან სრულიად განსხვავებული მოტოციკლია. 36 წლის მოტომრბოლი დასძენს, რომ მხოლოდ მოქმედი ჩემპიონი ფაბიო კვარტარარო გრძნობს თავს კომფორტულად „იამაჰას“ მოტოციკლზე.

კვარტარარო მიმდინარე სეზონშიც ლიდერია, მაგრამ „იამაჰას“ მომდევნო საუკეთესო მრბოლს, ფრანკო მორბიდელის (იაპონური კომპანიის საქარხნო გუნდის წევრია), მე-19 ადგილი უკავია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.135822
207