ფეხბურთი

23:45 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილის და კვეკვესკირის "ლეხი" "ყარაბაღთან" დამარცხდა და "დინამო ბათუმს" ან "სლოვანს" შეხვდება

გიორგი წიტაიშვილისა და ნიკა კვეკვესკირის „ლეხი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. პოლონეთის ჩემპიონი აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღს“ ვერ გაუმკლავდა.

„ლეხმა“ ერთი კვირის წინ შინ 1:0 მოიგო და ბაქოში პირველივე წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდა, რითაც ორი მატჩის ჯამში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მერე პოლონელებმა ვერაფერი გაახერხეს, აზერბაიჯანში 1:5, ხოლო ორი მატჩის ჯამში 2:5 წააგეს.

წიტაიშვილი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო კვეკვესკირმა მხოლოდ ბოლო 5 წუთი ითამაშა. „ყარაბაღის“ სათადარიგო სკამზე იყო ლუკა გუგეშაშვილი.

„ლეხი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მაგრამ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, რომლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმისა“ და „სლოვანის“ წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

0.148228