ფეხბურთი

22:34 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის ვალენსია სამუ კასტილეხოთი გაძლიერდა

ესპანური "ვალენსიას" მიმართ ქართველი გულშემატკივრების მიერ ინტერესი ძალიან დიდია. მიზეზი მარტივია ამ გუნდის კარს ქართველი გიორგი მამარდაშვილი იცავს. ახალგაზრდა ქართველი მეკარე "ღამურების" სარეზერვო გუნდისთვის შეიძინეს, მაგრამ ხოსე ბორდალასის ხელში "ვალენსიას" პირველ მეკარედ იქცა და საოცარი მატჩებიც ჩაატარა. როგორც ვიცით, მას გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოც პირველ ნომრად განიხილავს.

წელს, "ღამურებს" გაცილებით დიდი მიზნები ექნება. გუნდმა დღეს სამუ კასტილეხოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

27 წლის ესპანელი გარემარბი ბოლოს "მილანის" ღირსებას იცავდა. ასევე, "მალაგასა" და "ვილეარეალის" ღირსებას იცავდა. ის "როსონერის" 2018 წელს 21 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ახლა კი, ისევ ესპანეთში ბრუნდება და "ვალენსიასთან" კონტრაქტს 2025 წლამდე აფორმებს.

ავტორი - ტატო ნიკურაძე

0.131857